გოგი თოფაძე: ჩემი შვილიშვილი ჯერ კიდევ ცუდადაა… რაც არ უნდა სცადოთ, დამნაშავეს სასჯელი არ ასცდება

ჩემი შვილიშვილი ჯერ კიდევ ცუდადაა… რაც არ უნდა სცადოთ, დამნაშავეს სასჯელი არ ასცდება, – ამის შესახებ ბიზნესმენმა და ყოფილმა დეპუტატმა გოგი თოფაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“2 საათი მოხსნეს იქიდან და მერე ისევ ჩართეს. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა უკეთ გახდა, მაგრამ ჯერ არ მორჩა. შეიძლება ვიღაცამ გითხრათ, რომ კარგად არის, მაგრამ ეს არ არის ასე. 5 საათი ვიყავი პოლიციაში, რომელმაც გამოიკითხა ყველაფერი. მერე მივედი კლინიკაში, ხუთი წუთით შემიშვეს და ბავშვი ვნახე. მითხრეს, რომ ბევრი ჭრილობა აქვს და 3-4 დღეში გეტყვით პასუხსო.

თქვენ რაც არ უნდა სცადოთ, მაგათ არ ასცდებათ სასჯელი. ვინც იცნობს დამნაშავეს მათ უნდათ, რომ გავჩუმდე. ეს არ არის პირველი შემთხვევა. დღეს პოლიციამ ყველაფერი შეამოწმა და ხვალ-ზეგ გადასცემენ და მერე იმართლოს თავი”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

შეგახსენებთ: 2 აგვისტოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს თავს დაესხნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით,  საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანიაა დაკავებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად