გოგიჩაიშვილი: ვუსამძიმრებ სასამართლო სისტემას, რომ მეთოფიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია

„მე ვუსამძიმრებ ჩვენს სასამართლო სისტემას და საკუთარ თავს რომ ეს ადამიანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრი ამ მორალით“, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან ეკა ბესელიას გადაწყვეტილება, რომელიც აპირებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

“დავიღალე ამ ადამიანზე საუბრით. მგონია რომ არ უნდა დავხარჯო ამდენი დრო. მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. მე ვუსამძიმრებ ჩვენს სასამართლო სისტემას და საკუთარ თავს რომ ეს ადამიანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრი ამ მორალით, ამ მოცემულობით და ამ განცხადებებით. არ ვაპირებ ამ ადამიანთან კინკლაობაში შესვლას. არ მაინტერესებს რას იტყვის, მე მაინტერესებს სასამრთლოს მომავალი. სასამართლოს მომავალში ვერ ვხედავ ამ ადამიანს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად