გოგიჩაიშვილი: ვისურვებდი, სახალხო დამცველი უფრო მეტად კრიტიკული ყოფილიყო ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში

ვისურვებდი, სახალხო დამცველი უფრო მეტად კრიტიკული ყოფილიყო ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში – მმართველობის პრობლემებში, სასამართლოსთან მიმართებაში, ძალაუფლების მიტაცების მცდელობაში და კორუფციასთან დაკავშირებულ საკითხებში. ​

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ განაცხადა. ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, სახალხო დამცველმა ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაუსვა ისეთ გახმაურებულ საქმეებს, რომელიც ისედაც ყველამ იცის.

“იმ ქვეყნის სახალხო დამცველი, სადაც ხდება ხელისუფლების მიტაცება, სასამართლოს უზურპირება და ვერტიკალში მოქცევა, სადაც სერიოზულ ნიშნულებამდეა კორუფცია და მმართველობის სერიოზული პრობლემებია და საერთოდ მოშლილია კონსტიტუციური პრინციპები, მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო კრიტიკული უნდა ყოფილიყო და აქცენტი გაეკეთებინა ამ პრობლემებზე. სამწუხაროდ, ასეთი მასშტაბის მსჯელობას ხაზი სერიოზულად გასმული არ აქვს ამ ანგარიშში. მესმის, რომ მან ხაზი გაუსვა ძალიან გახმაურებულ საქმეებს, მაგრამ ეგ ისედაც ყველამ იცის – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

სახალხო დამცველი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამჟამად, დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად