გოგიჩაიშვილი: უმრავლესობაში ღილაკზე თითის დამჭერების დეფიციტი არ არის, საღი აზრის დეფიციტია

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ტვ პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე და მის საბოლოო სახეზე ისაუბრა.

“პროცესი ჯერ არ დამთავრდება. მიუხედავად იმისა რომ დღეს კომიტეტზე გამომსვლელმა დაამთავრა თავისი მოხსენება. შესაბამისად, ბუნებრივია მხარდაჭერის პრობლემა არ იქნება. ხელის და თითის დამჭერები ჰყავთ უმრავლესობაში. უბრალოდ საღი აზრი აღარ არის თორე, რამდენიც გინდათ იმდენი ე.წ ღილაკზე თითის დამჭერია. არ არის ამის დეფიციტი.

საღი აზრი, გამბედავი ადამიანები, ისინი ვისაც შერჩევია რაღაც ხედვა და პატიოსნება სასამართლსო სისტემის მომავალათნ დაკავშირეიბით -ამის დეფიციტია, ისე რამდენიც უნდა იმდენ ღილაკზე თითის დამჭერს მოიყვანენ”,-განაცხადა გოგიჩიშილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...