გოგიჩაიშვილი: თუ ივანიშვილმა არ იგრძნო ტოტალური კონტროლი ადამიანზე, ის ამ ადამიანს იძულებს

“ბიძინა ივანიშვილმა არ იგრძნო ტოტალური კონტროლი ადამიანზე, ის ამ ადამიანს იძულებს”,-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

” თუ ბიძინა ივანიშვილმა არ იგრძნო ტოტალური კონტროლი ადამიანზე, ის ამ ადამიანს იძულებს. ეს ჩემი აზრია. შეიძლება ეს ადმიანმა გაითვალისწინოს. მე ასე ვუყურებ ამ ყველაფერს.

ბიძინა ივანიშვილი არავის არაფერს არ პატიობს. კეთილ ან ცუდ საქმეზე კი არ არის საუბარი, არამედ იმაზე რომ, ის არ პატიობს მისი დავალების არ შესრულებას, მისი სურვილის არ გათვალისწინებას. ამით ცდილობს ეს ხალხი ამით გარიყოს. რატომ გაუშვა მაშინ პრემიერობიდან გიორგი კვირიკაშვილი?!”,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად