გოგიჩაიშვილი: თუ არ იქნება გიორგი გახარია მინისტრი, ქვეყანა ამით არ დაინგრევა

“ადამიანების გაფეტიშება, არ შეიძლება!”,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშილმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ გვახსოვს მაგალითი, ვანო მერაბიშვილი იყო ხერხემალი სახელმწიფოსი და ვანო მერაბიშვილი დღეს არის მატროსოვზე და ეს სახელმწიფო განაგრძობს არსებობას. ადამიანების გაფეტიშება, არ შეიძლება! რა დაშავდება მაგალითად, მე რომ არ ვიყო დეპუტატი? დაინგრევა ეს ქვეყანა?! არც გახარია თუ არ იქნება მინისტრი, არც მაშინ დაინგრევა ეს ქვეყანა და საერთოდ ეს ქვეყანა არასდროს არ დაინგრევა”,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, 11 დღეა რაც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეები შსს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...