გოგიჩაიშვილი TBC-ის საქმეზე: პოლიტიკური დევნაა, არ არის ეს ჩვეულებრივი ამბავი!

ასე აფასებს, დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი “თიბისი” ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მიმართ ბრალის წარდგენას, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

გოგიჩაიშვილი აღნიშნულ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან ხაზარაძის მიმართ პოლიტიკურ დევნად აფასებს.

“მე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ვაფასებ როგორც პოლიტიკურ დევნას. ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს არის მიზანმიმართული კამპანია. “ქართული ოცნებისთვის” 2020 წლის არჩევნების მოგებაა მთავარი მიზანი. შესაბამისად, ყველაფერს ცდილობენ რომ მოიშორონ ყველანაირი ჰიპოტეტური კონკურენტები. ხომ იცით, შიშს დიდი თვალები აქვს.

როდესაც ადამიანს ეშინია საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის, მტერს ყველგან ეძებს. ვფიქრობ, ეს პროცესი საბოლოო ჯამში მიდის 2020 წლის არჩევნებისკენ”,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილი კოალიციური მთავრობის შექმნას არ გამორიცხავს.

“დღევანდელი გადმოსახედიდან კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვლია. თუ ეცდებიან მედიების დახურვას, ადამიანების პირის მოკერას, ადამიანების დაკავებას, შევიწყოებას და დევნას, შეიძლება რაღაც მომენტში ილუზიურად არის წარმოდგენილი, მაგრამ ყველაფერი აქეთ მიდის. მთავარი თამასა არის არჩევნები. ძალაულფებისთვის კეთდება ყველაფერი. ადამიანების გაწევა და განეიტრალება ცუდია. ფაქტობრივად უკან ვბრუნდებით.”,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, დაახლოებით 5 თვის წინ, 2019 წლის 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევაზე განცხადება გაავრცელა.

რამდენიმე დღეში კი „TBC ბანკმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ „ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/სთიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში”

აღნიშნული განცხადებების შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ.

2019 წლის 4 მარტს პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

განცხადების გაკეთებიდან მეორე დღესვე მამუკა ხაზარაძე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა.

ხაზარაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მას წერილი შუამავალმა გადასცა, რომლის ასლი მოსამართლესაც წარუდგინა.

ასევე ხაზარაძემ აღნიშნა, რომ “თიბის ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს მაშინ, „როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი და რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება“.

წერილის გაგზავნის ფაქტს შს მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს და აცხადეს: მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს ყველას პირში ვეუბნები ხაზარაძე კი აცხადეს: შინაგან საქმეთა მინისტრმა სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი

პროკურორმა კი განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ჩვეულებრივი წერილი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

„აიპრესთან“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ წერილი, რომელიც ხაზარაძეს გადასცეს, ხელნაწერი არ იყო, დაბეჭდილი იყო, ასევე 2019 წლის 6 მარტს აღნიშნა რომ წერილი ექსპერტიზაზე გაგზავნილია უცხოეთში.

2019 წლის 9 ივლისს TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

2019 წლის 10 ივნისს “აიპრესი“ დაინტერესდა ჩამოვიდა თუ არა ექსპერტიზის პასუხი უცხოეთიდან, რაზეც ზვიად კორძაძემ განაცხადა: „ჯერ-ჯერობით არანაირი პასუხი არ ჩამოსულა.

ამასთანავე, მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...