გოგიჩაიშვილი: შინაარსობრივი განსხვავება “ნაცმოძრაობისა” და “ოცნების” მართვის სტილში აღარ არის

“ფაქტობრივი, შინაარსობრივი განსხვავება, მართვის სტილში აღარ არის ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას შორის”,- ამის შესახებ, პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„უბედურებაა არის, ჩვენი სასამართლო სისტემამ, სამწუხაროდ, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელთან ერთადაც ჩვენ გავიმარჯვეთ 2016 წელს, იქცა უბედურებად, გეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა.

ისეთი ადამიანები უნდათ, რომ გაიყვანონ მოსამართლეებად – კლანის წევრები, ბინძური საქმეები თავის დროზე ნაკეთები ადეიშვილის გაზრდილები, უბრალოდ ადგა და ამ სისტემამ შეიწოვა ის და ამიტომ, ვამბობთ, ხოლმე, რომ ფაქტობრივი, შინაარსობრივი განსხვავება, მართვის სტილში აღარ არის ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას შორის,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...