გოგიჩაიშვილი:ძალიან მძიმე მოცემულობაა, სასამართლოს და ხელისუფლების ინტერესები ძალიან ახლოსაა

“სასამართლოს შესახებ არავის შეფასება არ მჭირდება, ვიცი რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ”, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურების ხარვეზებზეცაა საუბარი.

მისი თქმით, დღეს სასამართლოს და ხელისუფლების ინტერესები ძალიან ახლოსაა, რაც დეპუტატის შეფასებით, შემაშფოთებელია.

“დღეს, ერთიანად საუბრობენ ხელისუფლების და სასმართლოს წარმომადგენლები, რაც შემაშფოთებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მჭირდო კონტაქტი აქვთ ერთმანეთთან, თუ არ დამთავრდა ძალიან მძიმე შედეგების წინაშე დაგვაყენებს”,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის,აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურის ხარვეზებზეც არის საუბარი. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...