A1 ბანერი

გოგიჩაიშვილი: სასამართლოს შესახებ არ მჭირდება შეფასება, ვიცი რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ

ამის შესახებ ლევან გოგიჩაიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურის ხარვეზებზეც არის საუბარი.

გოგიჩაიშვილის თქმით, “სასამართლოსთან მიმართულებით არ მჭირდება არვის შეფასება, ძალიან კარგად ვიცი, რაც ხდება და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ. დღეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა, დღეს სასამართლოს და ხელისუფლების ინტერესები ძალიან ახლოსაა, რაც არის შემაშფოთებელი.

დღეს, ერთიანად საუბრობენ ხელისუფლებისა და სასმართლოს წარმომადგენლები, რაც შემაშფოთებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მჭიდრო კონტაქტი აქვთ ერთმანეთთან, თუ არ დამთავრდა, ძალიან მძიმე შედეგების წინაშე დაგვაყენებს”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურის ხარვეზებზეც არის საუბარი. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...