გოგიჩაიშვილი: საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასული ადამიანები უზენაეს სასამართლოში არ უნდა მოხვდნენ

„მნიშვნელოვანია, უზენაეს სასამართლოში არ მოხვდნენ ის ადამიანები,რომლებიც თავის დროზე არიან საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასულები. უამრავი ადამიანის ცხოვრების გაუბედურებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული, მორალურად კონფლიქტში იმყოფებიან საზოგადოების უმრავლესბოასთან,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულებისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვინ უნდა იყვნენ უზენას სასამართლოს მოსამართლეები, ჩვენ ვთანხმდებით რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და რომ სასამართლო სხვა სახელისუფლებო შტოებისგან უნდა იყოს თავისუფალი. სასამართლო ზოგადი ცნებაა, გადაწყვეტილებას იღებენ კონკრეტული ადამიანები. ჩვენ რომ ვდაობთ კონკრეტულ ადამიანებზე,კონკრეტულ ადამიანებს აქვს მნიშვნელობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უზენაეს სასამართლოში არ მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე არიან საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასულები. უამრავი ადამიანის ცხოვრების გაუბედურებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული, მორალურად კონფლიქტში იმყოფებიან საზოგადოების უმრავლესბოასთან. ჩვენ გვინდა ეს ადამიანები არ მოხდნენ უზენაეს სასამართლოში”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად