გოგიჩაიშვილი: როცა არჩევანია “ნაცმოძრაობა” ხორცის საკეპი მანქანა თუ “ოცნება”, როგორც მექრთამე-არჩევანი მექრთამეზე კეთდება

ეს არჩევანია, უნდა აირჩიო მკვლელი – “ნაციონალური მოძრაობის” სახით, ან მხარი უნდა დაუჭირო კორუმპირებულს”-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, როდესაც არჩევანი დგას “ნაციონალური მოძრაობა”-როგორც ხორცის საკეპ მანქანასა და “ქართულ ოცნება”-მექრთამეებს შორის, არჩევანი მექრთამეებზე კეთდება.

“არჩევანი როდესაც დგას “ნაციონალური მოძრაობა” თუ “ქართული ოცნება”, ახლა ხორცის საკეპ მანქანასა და ვთქვათ ბრიყვებს შორის, ბრიყვებისკენ, მექრთამეზე კეთდება არჩევანი, ვიდრე მკვლელებზე.

ეს არჩევანია, უნდა აირჩიო მკვლელი – “ნაციონალური მოძრაობის” სახით, ან მხარი უნდა დაუჭირო კორუმპირებულს. ადამიანების ხორცი საკეპი მანქანა ჯერ არ აქვთ გაკეთებული.

თუ ეს ორი პოლუსი იქნება, აქეთ ხორცის საკეპი მანქანის სისტემა და აქეთ, მექრთამეების სისტემა. მკვლელებს და უბედურებს, ჯობს ეს ხალხი აირჩიო, შეიძლება თავი მოაბას”,-ამბობს გოგიჩაიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად