გოგიჩაიშვილი: რეტროგრადი პრემიერის ხელში, ქვეყანაში არაფერი პროგრესი არ იქნება

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრად არ უნდა დაინიშნოს, რადგან ის პოლიტიკოსი არ არის.

“ვფიქრობ, მიმინოშვილი არ უნდა დაინიშნოს მინისტრად, რადგან რთულია მასთან მუშაობა, მინისტრის ხასიათი არა აქვს. ის პოლიტიკოსი არ არის და თუ პოლიტიკოსი არ იქნება განათლების მინისტრი, სულ კონფლიქტი ექნება პარლამენტთან. მინიმუმ იმის გამო არ უნდა დაინიშნოს, რომ პარლამენტთან არ ჰქონდეს კონფლიქტი”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლა ია კერზაიასთან იყოს კავშირში, რადგან, სამეგრელოში შტაბის ხელმძღვანელი გიორგი გახარია იყო.

“არ შეიძლება ასეთი ცვლილებები, ამიტომ დაჭაობდა ყველაფერი და კიდევ უფრო მეტად დაჭაობდება. ამ რეტროგრადი პრემიერ-მინისტრის ხელში, არაფერი პროგრესი არ იქნება ქვეყანაში. რაც შეეხება კერზაიას საქმეს, თუკი სადმე ხელისა გასაშვერი, პირადად მე, ბატიაშვილი ყველაზე ნაკლები მგონია, რადგან სამეგრელოში შტაბის უფროსი გიორგი გახარია იყო და შესაბამისად გადაწყვეტილებებს ფაქტიურად ის იღებდა” -განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

​შეგახსენებთ: მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს. პრემიერ-მინისტრს მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელის ვინაობა არ დაუსახელებია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად