გოგიჩაიშვილი ქობულიას გათავისუფლებაზე: ის ალბათ, არ ასრულებდა გარკვეული ჯგუფების დაკვეთას

“ბატონმა მამუკა ბახტაძემ რაღაცა არ თქვა. როდესაც რაღაცას არ ამბობ, ამის ირგვლივ ჩნდება კითხვები და ეჭვები. “,-ამის შესახებ დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა “შაბათის კურიერში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას გათავისუფლების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

“სავარაუდოდ, ის( გიორგი ქობულია) ალბათ არ ასრულებდა გარკვეული ჯგუფების ინტერესებს, და არ აკეთებდა დაკვეთას და ჩანაცვლდა ისეთი მინისტრით, რომელიც კვალიფიკაციის მიუხედავად და უნდა ვაღიაროთ ქალბატონ ნათია თურნავას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, უბრალოდ უნამუსობა იქნება ამ ფაქტს ხაზი რომ არ გავუსვათ, ეს ადამიანი უფრო მეტად არის დამყოლი და უფრო მეტად არის შემჩნეული სხვადასხვა დიდი მსხვილი ბიზნესმენების, ოდიოზური ადამიანების,ინტერესების ლობირებაში”,-განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...