გოგიჩაიშვილი: “ქართული ოცნების” ლიდერების სათქმელს, ვანო ზარდიაშვილი ამბობს

ასე აფასებს “აიპრესსთან” დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი, პარლამენტის წევრ ეკა ბესელიასა და “ქართული ოცნების” დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის მიმდინარე დაპირისპირებას, სადაც ვანო ზარდიაშვილი მას ” ვირთხას” და “კორუმპირებულს” უწოდებს.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ვანო ზარდიაშვილი მმართველი გუნდის ლიდერების დაკვეთას ასრულებს, ხელისუფლებას კი ოპონენტების მიმართ პოლიტიკური ბრძოლა უკვე დაწყებული აქვს.

“ვანო ზარდიაშვილის უკან მე ვხედავ “ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერებს. ეს დაკვეთა აქვს ამ ახალგაზრდას მიღებული, ყველანაირ სიბინძურეზე აქვს ხელი მოწერილი და ახლა პირიდან ასეთი სიტყვები რომ ამოუშვას მაგაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

ზარდიაშვილს უთხრეს ასე რომ უნდა მოიქცეს. მე უბრალოდ არ ვახსნებ მაგ ადამიანების სახელებს “ქართული ოცნებიდან”. ამ შემთხვევაში მის უკან ვხედავ “ქართული ოცნების” ლიდერებს. მათ სათქმელს, ვანო ზარდიაშვილი ამბობს.

პოლიტიკური ბრძოლაა დაწყებული. ხელისუფლება ყველანაირი სიბინძურით შეეცდება პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებას”,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისათვის: პარლამენტის წევრი ეკა ბესელია აპირებს საჩივრით მიმართოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს “ქართული ოცნების” წევრის ვანო ზარდიაშვილის წინააღმდეგ. ამის მიზეზი არის ვანო ზარდიაშვილის მიერ ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმული არაკორექტული გამონათქვამები. ზარდიაშვილმა ბესელიას “ვირთხა” და “კორუმპირებული” უწოდა.

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...