გოგიჩაიშვილი: “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის მორალური ზღვარი იშლება

“ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალური მოძრაობას” შორის მორალური ზღვარი იშლება, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი შალვა შავგულიძისა და მამუკა მდინარაძის გუშინდელი სატელევიზიო დებატებში გაკეთებულ განცხადებებს.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, შალვა შავგულიძე შეიძლება აკრიტიკო იმის გამო, გიგა ბოკერიასა და “ნაციონალებთან” რა უნდა, მაგრამ წარმოუდგენელია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო ცოცხალი ირინა ენუქიძე, რომლის კონტროლის ქვეშ მიდიოდა სანდრო გირგვლიანის საქმის წარმოება და შალვა შავგულიძე მისი თანხმობის გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამდა.

“ეს ყველაფერი არნახული ცინიზმია. ასეთი რამ ახალგაზრდა ადამიანს რატომ უნდა მოგინდეს და ყველაფერზე შუბლის ძარღვი როგორ შეიძლება გაიწყვიტო? ასეთი ცინიზმი დიდი ხანია არ მომისმენია. გული მწყდება, რომ “ქართული ოცნებისგან” ასეთი ცინიზმი მოდის, რადგან ხალხის დაკვეთა არ არის, რომ 1 ოქტომბრის მემკვიდრე ადამიანებმა ასეთი ენით ილაპარაკონ.

ასეთი ცინიზმი და სიბინძურე დიდი ხანია არ მომისმენია. ყველანაირი ფასეულობა თავზე დაიმხეს. გამარჯვების რევიზია არ გამიგია”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...