გოგიჩაიშვილი “ოცნების” დეპუტატებს: გული მერევა თქვენზე

„იმიტომ შემოვედი თქვენთან, რომ გითხრათ, გული მერევა თქვენზე“ – ასე მიმართა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ყოფილ თანაგუნდელებს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა. რომელმაც ამ სიტყვებისთვის ნაცმოძრაობის დეპუტატებისგან ტაში დაიმსახურა.

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამეტში საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თამარ ჩუგოშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილს განიხილავენ, რომელიც გუშინ პარლამენტის ბიუროს საგანგებო სხდომაზე განიხილეს.

წერილის მიხედვით, თადუმაძე საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკა მელიას მიმართ, დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას ითხოვს, დეპუტატისთვის საპატიმრო ღონისძიების უზრუნველყოფისთვის.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეებს გიორგი კახიანს და ანრი ოხანაშვილს „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ მიმართა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხის განხილვის გადადებაზე.

კახიძის თხოვნა კომიტეტის თავმჯდომარეებმა არ დააკმაყოფილეს.

საკითხის განხილვა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოტანილია დადგენილება ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ და დეპუტატი დღეს გამოკითხვაზე პროკურატურაშია დაბარებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...