გოგიჩაიშვილი: “ოცნებამ” სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები გადაიბარა და მის ნაწამებ ადამიანებს სულში ჩააფურთხა

“ოცნებამ” სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები გადაიბარა და მის ნაწამებ ადამიანებს სულში ჩააფურთხა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე, სადაც 20 კაციანი სიიდან 14 კაცს რეკომენდაცია გაუწია იურიდიულმა კომიტეტმა.

“დღეს ქართულმა ოცნებამ გადმოიფორმა სააკაშვილის ჯალათი მოსამართლეები, პირდაპირი მნიშვნელობით. დღეს ამ დარბაზში, იურიდიული კომიტეტის დარბაზში 1 ოქტომბერი დამთავრდა. ქართული ოცნება არის ჩვეულებრივი პარტია, რომელსაც ხელისუფლება უზურპირებული აქვს.. ბევრით არაფრით განსხვავდება მისი წინამორბედისგან. ეს ორპოლუსიანობა – “ნაცმოძრაობა” – “ქართული ოცნება” დასამთავრებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები ჩვენს სახელმწიფოს პირდაპირი მნიშვნელობით გადაჩეხავენ. აღარაფერი წმინდა აღარ დარჩა “ოცნებაში” ეს პარტია არის ჩინჩალაძის და გაბინაშვილის, ადეიშვილის, ჩინჩალალაძის პარტია გახდა ქართული ოცნება. სამარცხვინოა, რაც იურიდიულ კომიტეტზე მოხდა. მაინც ვიტოვებ იმედს, მიამიტურად მაგრამ მაინც ვიტოვებ, რომ რაღაცა შეიძლება მოხდეს პლენარულზე. ვისაც სააკაშვილი აწამებდა, იმ ადამიანებს ქართულმა ოცნებამ სულში ჩააფურთა”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად