გოგიჩაიშვილი: “ნაცმოძრაობას” და “ქართულ ოცნებას” სისასტიკე განასხვავებს

“ეს ხელისფულება, “ნაციონალურ მოძრაობასთან” შედარებით, მოსახლეობის მიმართ ნაკლებად სასტიკია”,-ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

” “ქართული ოცნება” ამ ქვეყანაში სიღარიბეს ვერ დაამარცხებს, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ შედის ამ პარტიის სტრატეგიაში სიღარიბის დამარცხება. სიღარიბე რომ დამარცხდეს, ნიშნავს რომ მეტი საშუალო ფენა გამოჩნდება. მეტი საშუალო ფენა ნიშნავს, ნაკლები კონტორლის შესაძლებლობას. არც ახლანდელი სისტემა, რომელსაც ისინი აშენებენ და არც საკაშვილის სისტემა, არ იყო დაინტერესებული საშუალო ფენის გაზრდაში. საშუალო ფენა უფრო მეტ მოთხოვნებს აყენებს.

ბუნებრივად, ამათ უნდათ ნაკლები ხარჯით მეტი შედეგი მიიღონ. ჯერჯერობით განსხვავება, “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის არის სისასტიკეში. თორე, სურვილებში, ძალაუფლების კონცენტრაციის აბსოლუტურად მსგავსია. ჯერჯერობით ეს ხელისფულება მოსახლეობის მიმართ ნაკლებად სასტიკია”,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად