გოგიჩაიშვილი: ლომჯარიას რეკომენდაციას კი არა, შეიძლება მოციქულის რეკომენდაციასაც აღარავინ მოუსმინოს

ამის შესახებ დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გოგიჩაიშვილის თქმით, ომბუდსმენის გამოსვლას პარლამენტში ფორმალური მხარე ექნება, რადგან მმართველი გუნდი ნინო ლომჯარიას არც ერთ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს.

“ლომჯარიას რეკომენდაციას კი არა, შეიძლება მოციქულის რეკომენდაცია აღარავინ აღარ მიიღოს რომელიმესი. ამიტომ ლომჯარიას მოსმენა იქნება უმრავლესობისთვის ფორმალური, ჩვენთვის საინტერესო. იმიტომ, რომ გვაინტერესებს როგორ უყურებს სახალხო დამცველი ამ პროცესს,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...