გოგიჩაიშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: ამ ადამიანების მიმართ პოლიტიკური ინტერესია

„რა თქმა უნდა, პოლიტიკური ინტერესი არის ამ ადამიანების მიმართ, ეს ნიშნები სახეზე არის,“ – ეს განცხადება „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

გოგიჩაიშვილი “თიბისის” დამფუძნებლებისთვის ბრალის წარდგენას ეხმაურება და ამ წუთებში ისიც საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

„ზუსტად ეს ნიშნები რომ არის სახეზე და არ არის ჩემს აღქმაში ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა, იმიტომ მოვედი დღეს, აქ სასამართლოში. ვფიქრობ, რომ ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესი დევს,“ – ამბობს გოგიჩაშივილი.

შეგახსენებთ, პროკურატურა ხაზარაძესა და ჯაფარიძეზე გირაოს 2 მილიონ ლარს და ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...