გოგიჩაიშვილი: ივანიშვილს ჰქონდა რთული ფუნქცია, მას მედიატორის როლის შესრულება უწევდა

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ივანიშვილი მედიატორის როლს ასრულებდა. ასევე დასძენს, რომ უზენაესი სასამართლოს წევრები არ უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმს.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს წევრები არ უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმს.

რაც შეეხება მომავალს, ჩვენ დავიწყებთ საუბარს კრიტერიუმებზე, ბუნებრივია ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, წარმოდგენილი გვაქვს, როგორ უნდა განვითარდეს რეფორმა, პროცესი, რა კრიტერიუმები უნდა იყოს. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება სწორი საუბარი. დღეს, ეს პოლიტიკური პროცესია. კრიტერიუმები – ეს არის იურიდიული მიმართულება, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრებთ.

ბიძინა ივანიშვილს დღეს ჰქონდა ძალიან რთული ფუნქცია, მას უწევდა მედიატორის როლის შესრულება. ის ისმენდა პოზიციებს და თავის პოზიციასაც აფიქსირებდა”, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...