გოგიჩაიშვილი: ივანიშვილის ხასიათზე ცხოვრობს ქვეყანა – გადაწყვეტილებებში ლოგიკა არ არსებობს!

ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა “ტვ პირველთან” მმართველ გუნდში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე კომენტირებისას განაცხადა.

“წელიწადში ერთხელ პრემიერის შეცვლა მიუთითებს არასტაბილურობაზე. ანუ რა გამოდის დიდი სურათიდან. ადამიანებს არ აქვთ სტაბილურობის განცდა. არც გარე და არც შიდა ინვესტორებს. ამ ქვეყანაში ფულს არავინ ჩადებს თუ ყოველ წელიწადს ვიღაცამ ახალი პრემიერი გამოცვალა.

ქვეყანაში ინსტიტუციები არ არსებობს. უმრავლესობა, როგორც პოლიტიკური გაერთიანება ეს არის ბუტაფორია და მორჩილი ბიძინა ივანიშვილის. გადაწყვეტილებებში ლოგიკა არ არსებობს. ბიძინა ივანიშვილის ხასიათზე ცხოვრობს დღეს ქვეყანა”,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...