გოგიჩაიშვილი: გვარამიას პოლიტიკის გამო, “რუსთავი 2”-ში პროფესიული სტანდარტის დამკვიდრება გაძნელდა, ამიტომაც წამოვედი

ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ყოფილი ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში “რუსთავი 2”-ში განვთარებული მოვლენების შესახებ წერს.

“22 წელი ვიმუშავე ამ არხზე, უამრავი ძალ-ღონე შევალიე მეც და ჩემი გუნდის წევრებმა ამ ხნის განმავლობაში არხის სახელისა და პროფესიული სტანდარტის დამკვიდრებას, თუმცა ბოლო წლებში, ნიკა გვარამიას პოლიტიკის გამო ამის გაკეთება სულ უფრო ძნელი ხდებოდა და ბოლოს საერთოდ შეუძლებელი გახდა, რის გამოც წამოვედი არხიდან და შემდეგ არაერთგზის შევაქე საკუთარ თავს ამ გადაწყვეტილების გამო იმის შემხედვარე თუ რასაც ვისმენდი თუ ვხედავდი ეკრანიდან. უსამართლოა ის რაც ხდება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით, მიუღებელია ის რაც ხდება ზოგადად მედიაში, თუმცა კიდევ უფრო დასანანია, რომ რუსთავი 2-ის მფლობელებმა და ადმინისტრაციამ თავიანთი პოლიტიკით ხელისუფლებას ამის საშუალება მისცა, მისცა იმით, რომ მკაფიო მიკერძოებითა და მაღალ სტანდარტზე უარის თქმით, არხს თავისუფლება და მასთან ერთად საერთო სახალხო მხარდაჭერა დააკარგინა”- წერს აკაკი გოგიჩაიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...