გოგიჩაიშვილი: გული დამწყდა მაია ცქიტიშვილზე, ასეთი კომენტარი არ უნდა გაეკეთებინა…

“ეს არის უზრდელობა, გატუტუცებული, გათავხედებული კაცის სიტყვები არის”,-ასე ეხმაურება “კურიერთან” ლევან გოგიჩაიშვილი ვანო ზარდიაშვილის განცხადებას, რომ ეკა ბესელია ვირთხაა და ის კულუარულ ინფორმაციას აწვდიდა “რუსთავი 2-ს”

“ეს არის უზრდელობა, გატუტუცებული, გათავხედებული კაცის სიტყვები არის. ამას რომ ლაპარაკობ შენ კოლეგა ქალზე და პრეტენზია გაქვს, უკვე აღარაფერში აღარ ზიხარ. ფსკერის ქვემოთ არის, ფსკერის ქვემოთ ადამიანებზე მე არ ვაკეთებ კომენტარს,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მან ასევე არაკორექტული და არაკოლეგიალური უწოდა ვიცეპრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე ეკა ბესელიას საუბარმა დაღალა.

” ვიზეც გული დამწყდა ეს არის ქალბატონი, მაია ცქიტიშვილი. მას ასეთი კომენტარი არ უნდა გაეკეთებინა. ეს არის ძალიან არაკორექტული, არასოლიდარული, არაკოლეგიალური. არაფერიში არ ჯდება”,-განაცხადა ლევან გოგიჩაიშილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...