გოგიჩაიშვილი: გეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა

„სასამართლო სისტემა იქცა უბედურებად, გეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა,“ – ეს განცხადება, პარლამენტის წევრმა, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გააკეთა.

„უბედურებაა არის, ჩვენი სასამართლო სისტემამ, სამწუხაროდ, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელთან ერთადაც ჩვენ გავიმარჯვეთ 2016 წელს, იქცა უბედურებად, გეტირება ადამიანს ისეთ დღეში არის დღეს სასამართლო სისტემა და ისეთი ადამიანები უნდათ, რომ გაიყვანონ მოსამართლეებად – კლანის წევრები, ბინძური საქმეები თავის დროზე ნაკეთები ადეიშვილის გაზრდილები, უბრალოდ ადგა და ამ სისტემამ შეიწოვა ის და ამიტომ, ვამბობთ, ხოლმე, რომ ფაქტობრივი, შინაარსობრივი განსხვავება, მართვის სტილში აღარ არის ნაციონალურ მოძრაობას და ქართულ ოცნებას შორის,“ – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...