გოგიჩაიშვილი: გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომის გამო ჩუგოშვილი არ იღებს პასუხისმგებლობას?!

ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“თქვენ გგონიათ 20 ივნისის მოვლენებიდან ქართულმა ოცნებამ რამე გაკვეთილი გამოიტანა? უბრალოდ ის აწუხებს, რომ კუთხეშია, უტევენ და საზოგადოებრივი აზრი მედიაში მაგათთვის არ არის შეფუთული. მე მინდა გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებით პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს თამარ ჩუგოშვილს მივმართო, რომელიც იმ დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე არ იმყოფებოდა საქართველოში, ის არ იღებს პასუხისმგებლობას გავრილოვი რომ ჩაჯდა?!

რა თქმა უნდა კობახიძის პასუხისმგებლობა საკმარისი არ არის. კობახიძე გარემოებებმა შეიწირეს, თორემ ერთი ერთზე რომ ელაპარაკოთ, მას განცდა არ ექნება, რომ რაღაცა გააფუჭა. ხელისუფლება დღეს უპასუხისმგებლო ადამიანების ხელში”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად