გოგიჩაიშვილი გახარიაზე: პირადად მე ამდენი შეცდომა რომ დამეშვა, გადავდგებოდი

“პირადად მე ამდენი შეცდომა რომ დამეშვა, გადავდგებოდი”,-ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“ერთ-ერთი კოლეგისგან მოვისმინე ძალიან შემაშფოთებელი ფრაზა, რომ ბატონი გიორგი არისო, ჩვენი ხერხემალიო. მე მახსოვს ეს ფრაზები 2007 წელს, როდესაც ზუსტად იმავე ტექსტებით საუბრობდა „ნაციონალური მოძრაობა“ ვანო მერაბიშვილზე. ის, რაც იმ ღამეს გააკეთა ხელისუფლებამ და მანამდე რა შეცდომებიც დაუშვა, იგივე ჩავარდნილი ოპერაცია პანკისში, პირადად მე ამდენი შეცდომა რომ დამეშვა, გადავდგებოდი“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...