გოგიჩაიშვილი გახარიას: თქვენი გადარჩენის რგოლი არის “ნაციონალური მოძრაობა”

დ​ღეს თქვენი გადარჩენის რგოლი არის “ნაციონალური მოძრაობა“ – თუკი თქვენ “ნაციონალურ მოძრაობას“ დაამთავრებთ, თქვენც დამთავრდებით, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას, მის მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტის კანდიდატებს და “ქართული ოცნების“ დეპუტატებს. 

“ნაციონალური მოძრაობა“ თავში გიზით, როდესაც საუბრობთ თეთრაძის პროკურორის მხარდაჭერაზე. ბატონო გიორგი, იცით, რამდენი ადამიანის სისხლის დაიღვარა იმისათვის, რომ დღეს არ მოესმინა 1-ელი ოქტომბრის მონაპოვარი “ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრისაგან სიტყვები, რომ “მინდა ეს სისტემა უკან დავაბრუნო“ – ეს არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი! როდესაც ეროვნულ ფასეულობებზე საუბრობთ, ეროვნული ფასეულობა მურუსიძე, ჩინჩალაძე და თეთრაძის პროკურორი არ არის. თქვენ ამ ქვეყანაში კორუფციას ვერ დაამარცხებთ, რადგან იმისათვის, რომ ლოიალობა იყიდოთ, კორუფცია გჭირდებათ. დღეს რომ დემოკრატიის პრინციპებს გადაუხვიეთ და საშუალებას აძლევთ ერთმა ხელმა მართოს სასამართლო, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება, ამას კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა ჰქვია“, – ასე მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა გიორგი გახარიას მისამართით. ასევე შეახსენა, რომ ის გუნდში მარიხუანას ლეგალიზაციის აქტიური მხარდამჭერი იყო, “რაც ავტორიტარიზმის ფული უნდა ყოფილიყო“.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ პროტესტის ნიშნად სასესიო დარბაზი დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...