გოგიჩაიშვილი: დღეს გახარია ცოტა აგრესიული იყო და პარლამენტისადმი არაკორექტული გამონათქვამებით გამოირჩეოდა

“დღევანდელ დღეს მომეჩვენა, რომ განსხვავებული გიორგი გახარია იყო განსხვავებით წინა გამოსვლებისგან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა “რეაქციაში” გიორგი გახარიას “მინისტრის საათის” ფორმატში პარლამენტში გამოსვლის თაობაზე განაცხადა.

“ცოტა აგრესიული იყო. ხშირ შემთხვევაში არაკორექტული გამონათქვამებით გამოირჩეოდა პარლამენტის მიმართ. ორჯერ დააფიქსირა საკუთარი უპატივცემულობა და დააფიქსირა, რატომ უნდა მოვიდე, მე ამის აზრს ვერ ვხედავო. მერე თქვა, რომ ძალიან მოწყენილი ვარო. მოწყენილობა რაში გამოიხატება?! იცით რაშია პრობლემა? ადამიანები ვერ ეგუებიან დემოკრატიას და ვერ ეგუებიან იმას რასაც დემოკრატია ითხოვს. დემოკრატიულ ქვეყანაში შს მინისტრის როლი სხვანაირია, ავტორიტარული შს მინისტრის როლი სხვანაირია. მე ვერ დავინახე დღეს, რომ ის იმ სტანდარტში უნდა იყოს, რაც შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნის შს მინისტრს. რაც არ უნდა არ მოგწონდეს ადამიანი ასეთ ტონალობაში საუბარი არ შეიძლება – პირადი შეურაცხყოფები, კითხვებზე პასუხის არგაცემა. დაახლოებით 10 დეპუტატის კითხვას მან პასუხი არ გასცა”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...