გოგიჩაიშვილი დეპუტატებს: თქვით, რატომ უჭერთ მხარს ჩინჩალაძეს, რას ერიდებით, ესეც ხომ პოზიციაა?!

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” უმრავლესობის იმ დეპუტატების შესახებ თქვა, ვინც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატებს უჭერენ მხარს.

“მე არჩეული პარლამენტის წევრი ვარ და თავს ვთვლი ვალდებულად, რომ მე ჩემს ამომრჩეველს ვუთხრა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მე არ მაქვს უფლება მზის ჩრდილში რაღაცები ვაკეთო. მე ყველაფერი უნდა გამოვიტანო საჯაროდ, იმიტომ რომ საჯარო პერსონა ვარ და ჩემი გადაწყვეტილება საჯაროა. პასუხს ვაგებ ჩემს გადაწყვეტილებაზე და ზუსტად ეს შევთავაზე ჩვენებს, რომ თქვით თქვე კაი დედმამიშვილებო, რას ერიდებით?! თქვან რატომ უჭერენ მხარს ჩინჩალაძეს, ესეც ხომ პოზიციაა. ვიცი რომ უჭერთ ჩინჩალაძეს მხარს და თქვით. რატომ არ ამბობენ ღიად, არ ვიცი, ეს შეკითხვა თქვენ დაუსვით”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...