გოგიჩაიშვილი: ჯერ ისინი დასაჯეთ, ვინც პანკისის ხეობაში პოლიციის მანქანები დაწვა და მერე თითი გიქნიათ!

ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა შსს-მინისტრის მაოდგილეს ნათია მეზვრიშვილს, რომელიც პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას აცნობს ქურდული სამყაროს წინაარმდეგ ბრძოლის შესახებ.

“ქურდული საკითხი ძალიან მარტივია. ადამიანს ეუბნები ხარ თუ არა ქურდული სამყაროს წევრი. თუ იძახის არ ვარ, არ აის ქურდული სამყაროს წევრი. ეს მათი წესებია. ჩვენ ხომ ვიცით, ეს ყველაფერი. ამიტომ, რაღაცას ვიგონებთ.

იცით რას გეტყვით?! სანამ ამ ახალგაზრდებს კიდევ დაუწყებთ დევნას მოდი, ჯერ იმათგან დავიწყოთ ვინც სპეცნაზმის ბეტეერები დაწვა პანკისის ხეობაში. ვინც დასასჯელია ამ ქვეყანაში იმათი დასჯით დაიწყეთ. მერე ამ არასრულწლოვნების, ბავშვების, ახალგაზრდების, ასეთი საყოფაცხოვრებლო პროცესში წამოჭრილი პროცესებისთვის შემდეგ გადადით.

ჯერ დასაჯდეთ ის ადამიანები, ვინც დაწვა ბეტეერები პანკისის ხეობაში. პოლიციის მანქანები და მერე თითი გიქნიათ, აბა ერთი დედითქვენის შვილები ხართ გაბედეთ და დამაკავეთო”,-განაცხადა გოგიჩაშივილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...