გოგიჩაიშვილი: covid19 არ ნიშნავს მხოლოდ ვირუსს, რომელიც შენ შეგეყარა – მნიშვნელოვანია დროული იზოლაცია და სხვების მოფრთხილება

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს, facebook-ში პოსტს აქვეყნებს.

“ვიღებ თქვენს მოკითხვებს და შეტყობინებებს. საოცრად სასიამოვნოა, როცა ადამიანებს აღელვებთ და აინტერესებთ შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
აქვე გეტყვით, მე უკეთესად ვარ და უფრო მხნედ, ვიკას ახლა ეწყება ის სიმპტომები, რომელიც მე მქონდა.

“კოვიდ19” არ ნიშნავს მხოლოდ ვირუსს, რომელიც შენ შეგეყარა. ეს არის ვირუსი, რომელიც სხვა ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობას გიზრდის. ამ ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ყველა იმ ადამიანზე ვინც ვნახე ჯერ კიდევ ჩემი უსიმპტომობის დროს, იზოლაციამდე. სხვა ადამიანებზე ღელვა უფრო გაწუხებს, ვიდრე თავად ვირუსი და მისი სიმპტომები. ჩემი მეგობრების ტესტის პასუხს ველოდებოდი მეც, მათთან ერთად. აი, ამიტომაცაა მნიშვნელოვანი დროული იზოლაცია და სხვების მოფრთხილება.

დავამარცხებთ ამ კოვიდს, ისევე როგორც ყველაფერს ცუდს:) მთავარია ვიყოთ ბრძოლის ხასიათზე და კიდევ, გავუფრთხილდეთ ერთმანთს”, – წერს ლევან გოგიჩაიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად