გოგიჩაიშვილი: 8 ოქტომბერს გაკეთებული არჩევანი, თითოეული ჩვენგანის მომავალს განსაზღვრავს

"ქართული ოცნების" საბურთალოს მე-6 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საარჩევნო კამპანიის ბოლოს, ოლქის ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მიმართა და მოუწოდა არჩევნებზე მისვლისკენ,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ავრცელებს.

"არჩევანი, რომელსაც 8 ოქტომბერს გავაკეთებთ, განსაზღვრავს თითოეული ჩვენთაგანის მომავალს.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლით საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას, თვისებრივად ახალი ტიპის დემოკრატიულ და თავისუფალ სახელმწიფოს.

ჩვენთვის ადამიანი მთავარი ღირებულებაა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და სოციალური დაცვა კი – უმთავრესი ამოცანა.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქვეყნის სწორად მართვას არ სჭირდება ადამიანების დამცირება და დაშინება, ქვეყნის სწორად განვითარება შესაძლებელია ძალადობის და რეპრესიების გარეშე, რომ პოლიტიკაში არის წესიერი და პატიოსანი ადამიანების ადგილი.

ახლა დადგა დრო, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. 8 ოქტომბერს, ერთად გადავწყვიტოთ, როგორ განათლებას მიიღებენ ჩვენი შვილები, როგორი სიბერე ექნება ჩვენს უფროს თაობას, როგორი წარმატება და დასაქმება – ჩვენს ახალგაზრდებს.

თქვენი მხარდაჭერა მომცემს ძალას მეტი გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი უბნისთვის. გავაძლიეროთ ერთმანეთი, გავაძლიეროთ ქვეყანა.” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...