გოგი წულაიამ ქუთაისში პუშკინის ქუჩაზე აყრილი ფილები “დააგო”

პარტია თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ ქუთაისში პუშკინის ქუჩაზე აქცი პერფორმანსი გამართა.

წულაიამ გზაზე ფილები დააგო, თუმცა პარალელურად ადგილზე სამუშოები მიმდინარეობს. წულაიას თქმით, ქალაქის ისტორიულ ქუჩაზე გზის საფარი უკვე მეოთხე წელია დაზიანებულია და მისი შეკეთება არ მოხერხდა.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის თქმით, მერიის მიერ გზის საფარის დაზიანების შესაკეთებლად გამოცხადებული ტენდერი 3 ჯერ ჩაიშალა და დღეს მოხერხდა სამუშაოების დაწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...