გოგი თოფაძე: “გარემოს დაცვის სამინისტროზე უშედეგო უწყებას ვერ დავასახელებ”

„ასეთ უშედეგო სამინისტროს, რაც დღეს გარმოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა, სხვას ვერ დავასახელებ“, – ამის შესახებ პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა და პარლამენტის დეპუტატმა გოგი თოფაძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა ყოფილი მინისტრის ელგუჯა ხოკრიშვილის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანის საქმე აუცილებლად უნდა იყოს  გამოძიებული:

„მინისტრმა თავისი უკანასკნელი ბრძანებით, უფლება მისცა, ასობით ტონა ცოცხალი გენოდიფიცირებული პროდუქტი შემოსულიყო საქართველოში. როდესაც ვლაპარაკობთ ევროკავშირთან ხელმოწერილ ხელშეკრულებაზე და იქიდან ვიღებთ  მაგალითებს, ნახეთ რა ამბავი ატყდა ევროპაში 23 მაისის შემდეგ, რომ მთელი მსოფლიო აღუდგა ამას და თქვენ თქვენი ბრძანებით, თქვენს ყოფილ მინისტრზე ვლაპარაკობ, ახალის იმედი გვაქვს, რომ ამას გამოასწორებს, ამას არღვევთ და შეიძლება აუბედურებთ საქართველოს. ამას დაფიქრება სჭირდება, რადგან გარემოს დაცვის სამინისტრო ბრძანდებით“, – ასე მიმართა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს.

დეპუტატი ტყის ჩეხვის თემასაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მინისტრის და ხელმძღვანელობის პირობებში ყველაფერი გამოსწორდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად