გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიაზე: ჯერ მოვარდა საავადმყოფოში, ვითომ დაჭრილია…სპეციალურად გააკეთა, რომ გადარჩეს

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის გოგი თოფაძის განცხადებით, ბუსა ჟვანიამ გამოიგონა, თითქოს დაჭრილი იყო და საავადმყოფოში იმისთვის დაწვა, რომ  “გადარჩეს”. 

“ის კაცი ვინც ეს ჩაიდინა, ჯერ მოვარდა საავადმყოფოში დილის 9-ის ნახევარზე. შევარდა კლინიკაში, გაიკეთა რაღაც, ვითომ დაჭრილია, მერე საღამოს კიდე მოვიდა, ექიმიც მოიყვანა. კიდე დაწვა საავადმყოფოში და საავადმყოფოდან წაიყვანეს. სპეციალურად გააკეთა ეს, რომ გადარჩეს”.

ამის შესახებ გოგი თოფაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ლევან თოფაძე მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს, ხოლო მათი ოჯახი ჟვანიებთან მოლაპარაკებაზე წასვლას არ აპირებს.

“მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს. ველაპარაკე რამდენიმე წუთი და მერე გამომიშვეს. მერე ვიყავი შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის მუხლი ითვალისწინებს 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ჩემი შვილი კინაღამ მოკლეს. მან უნდა აგოს პასუხი. მითუმეტეს, ეს პირველი შემთხვევა არ არის. არავითარ მოლაპარაკებაზე არ წავალთ”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

შეგახსენებთ: 2 აგვისტოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს თავს დაესხნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით,  საქართველოს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანიაა დაკავებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად