გოგაშვილი: თარგამაძის ბოდვას პასუხს არ გავცემ, აშკარად სპირტიანი სასმელის ზემოქმედების ქვეშაა(ვიდეო)

ასე პასუხობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის გივი თარგამაძის ბრალდებებს.

„მინდა იმ კითხვებზე გავცე პასუხი, რაც საზოგადოებაში დაგროვდა და ამ საქმის გარშემო ტრიალებს და არა იმ ბოდვაზე, რაც ახლა მოვისმინეთ.
აშკარად 40 გრადუსზე ზემოთ სპირტიანი სასმელის ზემოქმედების ქვეშ არის, როგორც ბუნებრივად ხდება ხოლმე.
ერთი რამე გამომრჩა, ყასემ სულეიმანი დრონით მე გავანადგურე“ – განაცხადა სოსო გოგაშვილმა .

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ წევრი, გივი თარგამაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს კომპილაციაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად