გოგაძე: ხორავაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძის ინფორმაციით, თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული გამოძიებას ჩაბარდა და საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები გროვდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარ საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

"მინდა გითხრათ, რომ გამოძიება ძალიან დინამიური პროცესია, ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე დღის წინ მომხდარ დანაშაულზე და არა რამდენიმე წლის წინ მომხდარზე. როდესაც აქ შემოვედი და თქვენ 5 საათზე შეგხვდით, ეს ინფორმაცია არ არსებობდა, რომ აღნიშნული პიროვნება დაკავებული იყო.

ახლა შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს პიროვნება გამოცხადდა და დაკავებულია. შესაბამისად, ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია, ახალი მტკიცებულებები გროვდება ყოველ წუთს. შესაბამისად, გამოძიების დეტალების შესახებ ვერ ვისაუბრებ, თუმცა მაქსიმალური საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება", – განაცხადა გოგაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად