გოგა ხაინდრავა: მოვიდა დრო ეს პოლიტიკური ჭაობი და ქართული საზოგადოების ბულინგი ​დამთავრდეს

„ნამდვილად მოვიდა დრო, რომ ეს პოლიტიკური ჭაობი, ქართული საზოგადოების ბულინგი ​დამთავრდეს. საზოგადოებამ უნდა დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები. ვფიქრობ, ეს თავყრილობა ამის დამადასტურებელია. ძალიან ბევრი ადამიანია შეწუხებული იმით, რაც ხდება საქართველოში”, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ევროპის მოედანზე“ უნდა გაიმართოს.

“ქართული საზოგადოება უფრო განვითარებული და გაზრდილია, ვიდრე ეს პოლიტიკური ჭაობი და დივერსიის ცენტრები. თუ ქართული საზოგადოება არ დავსვამთ ამ კითხვებს, არ შევაჯანჯღარებთ ამ გონებადაკარგულ პოლიტიკურ წრეს, რომელსაც მიაჩნია, რომ ისინი არიან პოლიტიკური ძალა, მათ უნდა დავანახოთ ჩვენი ძალა. ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან ფრთხილად. ნაღმები დღეს იდება იმისთვის, რომ საზოგადოებაში მოხდეს დაპირისპირება. ყველა ადამიანი, იქნება ეს გია გაჩეჩილაძე, თუ სხვა ადამიანი, რომელიც დააპირებს თავისი სათქმელი თქვას, უნდა გაფრხილდეს, არ შეიძლება, რომ დაპირისპირების სახე მიიღოს. თუნდაც იმ ადამიანებთან, რომლებმაც დაპირისპირების ცენტრად გადააქცია ცენტრალური გამზირი, რომელიც ახლა პირდაპირი მნიშვნელობით – ყარს, ისევე, როგორც ყარს ფანჩატური, როგორც ყარს ჯაფარიძე-ხაზარაძე, ისევე ყარს მთავრობის წინ ის ადგილი, სადაც ქართველებმა თავი დადეს, სადაც 19 გოგო შეეწირა საქართველოს მომავალს და მის ბედნიერებას, მიუხედავად ამისა, მაინც არ უნდა დავუშვათ მათთან დაპირისპირება. იმედი მაქვს, ხვალ საზოგადოება იქნება ძალიან ფრთხილი ისევე, როგორც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ვიფიქრებთ ოჯახებზე, შვილებსა და ოჯახებზე, დავიცავთ იმ წესებს, რომელზეც გველაპარაკება ჯანდაცვა და მსოფლიო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...