გოგა ხაინდრავა: მე რუსული ფულით არ ვცხოვრობდი!

ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "მაესტროს ფაქტორში" რეჟისორ, გოგა ხანინდრავასა და გადაცემის წამყვან, ლევან ჩხაიძეს შორის დაძაბული დიალოგი გაიმართა, რაც ტელეკომპანიის დაფინანსების საკითხმა გამოიწვია.

ხაინდრავას განცხადებით, "მაესტრო" არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი და ის ახლა რუსული ფულით ფინანსდება. გარდა ამისა, ხაინდრავამ თავად გადაცემის წამყვანს მიმართა და უთხრა, რომ ის რუსული ფულით ცხოვრობს. 

"შენი სარედაქციო პოლიტიკა არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ დასვა კითხვა, რა ფული დგას კოტე გოგელიას უკან. შენ ცხოვრობ რუსეთის ფულით",- მიმართა ხაინდრავამ ჟურნალისტს. ამაზე კი წამყვანმა ხაინდრავას კითხვითვე მიმართა, თუ რატომ არ ინტერესდებოდა "მაესტროს" დაფინანსებით მაშინ, როდესაც მის ეთერში საათობით იჯდა და საუბრობდა.

"თქვენ ახლა გადმოხვედით შანტაჟზე და მაშინ მე გიპასუხებთ. თქვენ მეუბნებით, რომ ვცხოვრობ რუსეთის ფულით და დაინტერესებული ვარ პუტინით. კოტე გოგელია აფინანსებს ამ კერძო ტეელვიზიას. კოტე გოგელია მას აფინანსებდა 2010 წელსაც. მაშინ არ გიჩნდებოათ ეგ კითხვები, როდესაც ამ ტელევიზიაში იჯექით და საათობით საუბრობდით?"

ხაინდრავამ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მისი საქმე არ იყო, სად იჯდებოდა და რას ილაპარაკებდა. მან იქვე აღნიშნა, რომ ის ტელეკომპანიაში არანაირ საქმეს არ აკეთებდა და შესაბამისად, რუსული ფულითაც არ ცხოვრობდა. 

"შენი საქმე არ არის, მე სად ვიჯექი და რას ვლაპარაკობდი. მე აქ საქმეს არ ვაკეთებდი და რუსული ფულით არ ვცხოვრობდი",- განაცხადა ხაინდრავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად