გოგა ხაინდრავა: არც გაბუნიამ და არც გვარამიამ იმდენი რუსული არ იცის ,ის ტექსტი რომ დაეწერათ

რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს ძალიან გავს შკლიაროვის ტექსტს არც გაბუნიამ და არც გვარამიამ იმდენი რუსული არ იცის ,ის ტექსტი რომ დაეწერათ, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს ძალიან გავს შკლიაროვის ტექსტს,- ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მეორე დაჯგუფებაა ე.წ ევროპული საქართველო, რომლებიც ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგები იყვნენ და რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე საბჭოთა კავშირის დამსმენს დაუჭირეს მხარი. ,,არც გაბუნიამ და არც გვარამიამ იმდენი რუსული არ იცის , რომ დაეწერათ ის ტექსტი , რომელიც გუშინ იქნა წაკითხული.

ეს ძალიან გავს შკლიაროვის ტექსტს . რაც შეეხება იმ მეორე დაჯგუფებას, რომლებიც ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგები იყვნენ, ეს ე.წ. „ევროპული საქართველო“ ბოკერიას თამადობით, ეს ის ხალხია,ტრომლებმაც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე საბჭოთა კავშირის დამსმენს დაუჭირეს მხარი, მხარი დაუჭირეს ჩეკისტს. რუსეთი პირდაპირ გზავნის საქართველოში ვაშაძეს და იმ ჯგუფს, იმ გუნდს , რომელიც ყველანაირად ეხმარებოდა ქართულ საზოგადოებაში შეეტანათ დაპირისპირება, შეეტანათ ის აბსოლუტურად ნეგატიური მუხტი, რომლის მოწმენიც ვიყავით საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში“,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, საქართველოში გავლენების მოპოვება არა მარტო რუსეთს, არამედ სხვა ქვეყნებსაც უნდათ და ამაში მათ სხვადასხვა ჯგუფები ეხმარებიან.

,,საქართველოში არა მარტო რუსეთს , არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანასაც უნდა გავლენების მოპოვება და ეს დასაზრახი არ არის, ვინაიდან ყველა ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს. საქართველო საკვანძო ქვეყანაა კავკასიაში. – განაცხადა გოგა ხაინდრავამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...