გოგა ხაჩიძე: “თბილისობას” თბილისში “გაზპრომობა” ტარდება

დღეს მთავრობის კანცელარიის წინ გამართულ „გაზპრომზე“ ენერგოდამოკიდებულების ზრდის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ, გოგა ხაჩიძის თქმით, „გაზპრომზე“ დამოკიდებულება ქვეყნის ღალატია.
 

„სამწუხაროდ, თბილისობის პარალელურად დღეს „გაზპრომობაც“ ტარდება თბილისში. შეუძლებელია, საკუთარი ქვეყანა დააყენო იმ უბედურებაში, რასაც გაზპრომის სივრცე ჰქვია. ვინც ამას ვერ ხვდება არის ქვეყნის მტერი. „გაზპრომი“ არის ის სიმსივნე, რომელიც მოვიშორეთ ჩვენ 2006 წლის შემდეგ და დღეს ამ პროცესის უკან შებრუნება არის ქვეყნის ღალატი“,- განაცხადა ხაჩიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

ავტორი: მარიამ ვაჩნაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...