გოგა კალანდაძე: თაღლითობა და სასამართლოში ხელების ფათური ვერავინ უნდა გაბედოს!

ამის შესახებ, „ღვინის ქარხანა #1-ის“ ერთ-ერთმა მეპატრონე გოგა კალანდაძემ ჟურნალისტებთან „ღვინის ქარხანა N1-ის“ სასამართლო სხდომის შეფასებისას განაცხადა, სადაც, სასამართლომ, „სავანე ღვინის #1 ქარხნის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.

გოგა კალანდაძის თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „ღვინის ქარხანა N1-ის“ საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო

„რა თქმა უნდა, მე მჯერა რომ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ დაემორჩილებიან, გაუძლებენ წნეხს, არ აიღებენ ქრთამს და მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას.

ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს ამ ბრძოლაში, სამართლიანობისთვის ბრძოლაში მთელი საქართველო.

თაღლითობა და ხელების ფათური სასამართლოში ვერავინ ვერ უნდა გაბედოს. ჩვენ ფუნდამენტალურ უფლებებს არ გავათელინებთ ფეხ-ქვეშ.

ჩვენ ამდენი მეგობრები, ასეთი ძალა გვაქვს. წარმოიდგინეთ იმათი ბედი, ვინც სასამართლო სხდომაზე სხედან და ასე აბუჩად იგდებენ. წლების განმავლობაში ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში ჰყავთ.

დღეს სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მადლობა მოსამართლეებს ვაჟკაცობისთვის. არ არის ასეთი მარტივი ამ თაღლითების წინააღმდეგ წასვლა. მადლობა მას ვინც გვერდში გვედგა“,-განაცხადა გოგა კალანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.

თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს.

2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”.

მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.

დღეს კი, სააპელაციო სასამართლომ “სავანე ღვინის #1 ქარხანის” სარჩელი, რომელიც ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად