გიგა ბოკერია: ივანიშვილის ჭაობში დარჩენას და წარსულში ყურებას აპირებს სააკაშვილი და მისი გარემოცვა

“ევროპული საქართველოს” ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სულელური, ურთიერთგამომრიცხავი ტალახის სროლას აქვს ადგილი “ქართული ოცნებისგან”და “ნაცმოძრაობისგან”. როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, მათი მისამართით ბრალდებები ყოველდღიურად იცვლება.

მისივე თქმით, ივანიშვილი ცდილობს არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას, სააკაშვილს კი წარსულში დაბრუნება სურს.
“სწორედ აი ასეთ სულელურ , ბრიყვულ პოლიტიკას ივანიშვილის „ქართული ოცნების“ , სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ უნდა დავემშვიდობოთ და აქ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე ქვეყანას როგორ გამოვიყვანთ კრიზისიდან , როგორ დავწევთ გადასახადებს, როგორ ავამუშავებთ ეკონომიკას და შევქმნით სამუშაო ადგილებს, ამის მაგივრად ეს სულელური, ურთიერთგამომრიცხავი ტალახის სროლა გვესმის „ქართული ოცნებისგან“ და „ნაცმოძრაობისგანაც.“

სულ რამდენიმე დღის წინ ბრალს გვდებდნენ, რომ რატომ ჩაწერეთ თქვენ სააგიტაციო მასალაში განსხვავებით ჩვენ შორისო, რატომ არ მოგწონვართო და ეხლა ამბობს, რომ თქვენ თურმე იძახითო  რომ ერთდაიგივე ხართო, ჩვენი ამოცანაა, რომ ყველას ავუხსნათ, ყველა შეხვედრაზე და ამიტომ გვაქვს ეს ჩვენს პროგრამაშიც და გეგმაშიც და ჩვენი ვალდებულების და ხელშეკრულებაშიც მკაფიოდ ჩაწერილი, რომ ივანიშვილი არის დღევანდელი უმძიმესი მდგომარეობის შენარჩუნება, სააკაშვილს უნდა წარსულში დაბრუნება და ჩვენ შორის არის უზარმაზარი განსხვავება, იმიტომ რომ ის უკან იყურება და ჩვენ წინ , “ევროპულ საქართველოს” უნდა წინსვლა და გარდამტეხი ცვლილებები, ეს არის ჩვენი გზავნილი ყველგან  და ასეთი სისულელე, რომ ერთ დღეს ერთ ბრალდებას აჟღერებენ და მეორე დღეს პრინცპულად საპირისპირო ბრალდებას, არის სწორედ ჭაობი. რაც ივანიშვილმა შექმნა და რომელშიც დარჩენას და წარსულში ყურებას აპირებს სააკაშვილი და მისი გარემოცვა“, – განაცხად გიგა ბოკერიამ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად