გოჩა თევდორაძე: “პატრიოტთა ალიანსის” მიერ ჩატარებული კვლევით, “ოცნების” რეიტინგი  11,6% იყო 

“ჩვენი პარტიის დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგადად არ ვენდობით კვლევებს, განპირობებულია იმით, რომ ისინი რეალობას არიან აცდენილი. Survation-ის კვლევაც საერთოდ აცდენილია რეალობას”.
ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” აღმასრულებელმა მდივანმა გოცა თევდორაძემ გადაცემა “დღის კურიერში” ტვ “რუსთავი 2”-ის დაკვეთით მომზადებული ავტორიტეტული ბრიტანული კომპანიის, Survation-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

გოჩა თევდორაძის თქმით,  “პატრიოტთა ლიანსმა”  თავად ჩაატარა კვლევა, სადაც გამოკითხული 1 200 000-ზე მეტი ადამიანი იყო და ამ კვლევის შედეგებით,  კვლევის მიხედვით, მარტი-აპრილის თვეში “ქართული ოცნების” რეიტინგი – 11,6% იყო.

“ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მარტი-აპრილის თვეში “ქართული ოცნების” რეიტინგი იყო 11,6%. რაც შეეხება Survation-ის კვლევას, როდესაც 30% არის ისეთი, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია თუ ვის მისცემს ხმას, უნდა ვხვდებოდეთ რომ ეს ადამიანები, სახელისუფლებო ძალის ამომრჩევლები არ არიან, რადგან ქვეყანაში ისევ არათანაბარი საარჩევნო გარემოა.  თუკი ამ კვლევის მიხედვით, 52% “ქართულ ოცნებას” აძლევს ხმას, იმ ძალადობით, მოსყიდვითა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, მაშინ ამდენი კი არა, უფრო მეტიც, “ქართული ოცნება” 90%-იანი ძალა ყოფილა, ეს რეალობა არ არის”, – განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად