გოჩა კურდღელია: ჩვენ ფოთის განვითარების ამბიციური გეგმა გვაქვს

„ჩვენ ფოთის განვითარების ამბიციური გეგმა გვაქვს“_ამ სიტყვებით მიმართა დღეს ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გოჩა კურდღელიამ.

მან მალთაყვისა და ცენტრის უბნებში, საკრებულოს მაჟორიტარები, თორნიკე კირთაძე და ოლეგი ნაჭყებია წარადგინა.

„თქვენი ჩართულობა, თქვენი პოზიცია გადამწყვეტია, რადგან ყოველი ჩვენგანის ვალია, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქალაქის წინსვლაში.ჩვენი გუნდი ერთიანი ძალებით, პირველივე დღიდან შეუდგება იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც ფოთს აწუხებს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სახელისუფლო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. თქვენს მაჟორიტართან ერთად, პირველივე დღიდან ძირეულად დავიწყებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ამ ქალაქს აწუხებს“_ განაცხად გოჩა კურდღელიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...