გოჩა ენუქიძე: ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ კარანტინი გაიარონ სვანეთში ან სხვა რეგიონში

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, ️მესტიის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მესტიის მუნიციპალიტეტის მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს ნომერზე 144, რათა დროულად მოხდეს თითოეული მათგანის აღრიცხვა და საკარანტინო ზონაში ორგანიზებულად გადაყვანა.

ასევე, ️ტურისტული მიზნით მყოფ მოქალაქეებს შეუძლიათ კარანტინი გაიარონ სვანეთში ან სხვა რეგიონში, ასევე შეუძლიათ დარჩნენ იმ განთავსების ობიექტში, სადანაც იმყოფებოდნენ მანამდე, სანამ დატოვებენ სვანეთს და გაივლიან კარანტინს. ️მოქალაქეების საკარანტინო ზონაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. ის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით იმყოფებიან სვანეთში ორგანიზებულად, მეთვალყურეობის ქვეშ საკუთარი ტრანსპორტით შეძლებენ საკარანტინო სივრცემდე მისვლას.

მოქალაქეებს, რომლებიც სვანეთში იმ სასტუმროში იმყოფებიან, რომელიც უკვე საკარანტინო სივრცედ მოეწყო, დღეიდან 14 დღის განმავლობაში სახელმწიფო აანაზღაურებს მათი განთავსების და კვების ხარჯებს. დეპუტატის ინფორმაციით, ️დღეიდან მესტიის მუნიციპალიტეტში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოქმედებას იწყებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ტურისტული საინფორმაციო ცენტრისა და ადგილობრივი მუნიციპიტატეტის თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფი, რომელიც სასტუმროებს ეწვევა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებსა და დამსვენებლებს ადგილზე გააცნობს სამოქმედო გეგმას და საჭირო ინფორმაციას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად