გოჩა ენუქიძე: ონის მხარეთცოდნეობის მუზეუმს TBC ბანკთან ერთად, ივანიშვილიც დააფინანსებს

რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის „ქართული ოცნებ-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გოჩა ენუქიძე ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდა და ახალი შენობის მშენებლობის შესახებ ესაუბრა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემორკატიული საქართველო" ავრცელებს. 

როგროც ცნობილია, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანშვილმა ამბროლაურში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობას დააფინანსებს.

გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, ახალი მუზეუმის მშენებლობა 4.5 მილიონი ლარი ჯდება. თანხა ძალიან სოლიდურია, ამიტომ „თიბისი ბანკის“ გარდა, პროექტის განხორციელებაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთვება.

„ ჩვენ ეს სიახლე ძალიან გვახარებს. სულ მალე ონში იქნება ახალი, ყველა სტანდარტის შესაფერისი მხარეთმცოდენეობის მუზეუმი. ეს დიდი განძია სრულიად საქართველოსთვის“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ისტორიას მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ითვლის. შენობა სერიუზულად დაზიანდა მიწისძვრების დროს. მუზეუმში 15 500-ზე მეტი უძველესი ექსპონატია დაცული, რომელთა ფოტოები იუნესკო-ს ვებგვერდზეა განთავსებული. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია მეზოლითისა და ნეოლითის ხანის ნივთები. ყურადღებას იქცევს სპილენძისა და ფერადი ლითონისაგან დამზადებული ჭურჭელი, რაჭველი მანდილოსნის ჩაცმულობის სრული კომპლექტი, ონური შალით შეკერილი ჩოხები, ნაბდები, ქუდები, ყაბალახები; ჩიხტიკოპები; შინაური ცხოველის ტყავისაგან შეკერილი ქალამნები, იარაღ-საჭურველის კოლექცია.

„ეს განძი უნდა შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს, ამაში ჩვენი ღირსეული მამულიშვილები გვეხმარებიან სრულიად უანგაროდ და ცდილობენ, შეგვინარჩუნონ ქვაში, ხეში, სპილენძში ნაკვეთი სიმდიდრე“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად