გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის კვლევით, საქართველო, კორუფციის კონტროლის მიხედვით ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა

მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო კორუფციის კონტროლისა და რეგულირების ხარისხის მიხედვით, მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულებში გამწესდა, ხოლო მთავრობის ეფექტიანობით ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

კორუფციის კონტროლის შეფასებისას, მსოფლი ბანკი დაეყრდნო 33 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევასა და მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღსანიშნავია, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის” დეტალური გამოკვლევის (GCS) შედეგები. კვლევა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა. გამოკვლევის მიხედვით, საქართველო 1.კორუფციის კონტროლისა და 2. რეგულაციების ხარისხის მიხედვით ევროპის საუკეთესო ოცეულებში მოხვდა.

კორუფციის კონტროლის მიხედვით, შემაჯამებელი შეფასების 100%-ინი სკალიდან საქართველომ 67%-ი მიიღო, მსოფლიოში 31-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მეთექვსმეტე პოზიციაზე დაწინაურდა.

საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორებიცაა: პორტუგალია, ლიეტუვა, პოლონეთი, კვიპროსი, მალტა, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ხორვატია და ა.შ.

კორუფციის კონტროლი GCS-ის შედეგების მიხედვით შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

საზოგადოებრივი ნდობა პოლიტიკოსების მიმართ;
სახელმწიფო სახსრების განკარგვა;
არალეგალურული გადახდები და ქრთამი: იმპორტი და ექსპორტი;
არალეგალურული გადახდები და ქრთამი: საზოგადოებრივი კომუნალური მომსახურებისთვის;
არალეგალურული გადახდები და ქრთამი: ყოველწლიური გადასახადებისთვის;
არალეგალურული გადახდები და ქრთამი: საჯარო ხელშეკრულებებისათვის და ლიცენზიების მინიჭებისთვის;
არალეგალურული გადახდები და ქრთამი: ხელსაყრელი სასამართლო გადაწყვეტილებების მისაღებად.

რეგულაციების ხარისხის მიხედვით, შემაჯამებელი შეფასების 100%-ინი სკალიდან საქართველომ 59%-ი მიიღო, მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მეთერთმეტე პოზიციაზე დაწინაურდა.

საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორებიცაა: საფრანგეთი, პორტუგალია, ნორვეგია, ბელგია, კანადა, ლიეტუვა, პოლონეთი, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი, სლოვაკეთი, ხორვატია და ა.შ.

რეგულაციების ხარისხი GCS-ის შედეგების მიხედვით შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

მთავრობის რეგულირების ტვირთი;
დაბეგვრის განვრცობა და ეფექტი;
დაბეგვრის ეფექტი ინვესტიციების სტიმულირებისათვის;
დაბეგვრის ეფექტი სამუშაო ადგილების სტიმულირებისათვის;
არასატარიფო ბარიერების გავრცელება;
ადგილობრივი კონკურენციის ინტენსივობა;
ახალი ბიზნესის წამოწყების სიმარტივე;
ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობა;
გარემოსდაცვითი რეგულაციების დონე.

მსოფლიო ბანკის კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ გლობალური კონკურენტუნარიანობის ანაგრიშიდან იყენებს მონაცემებს, რომლის ნაწილი გამოქვეყნებულია საჯაროდ, ხოლო ნაწილი ვრცელდება კომერციული პირობებით და შესაბამისი ფინანსური ანგარიშსწორების გარეშე ხელმისაწვდომი არ არის.

თავის მხრივ, გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს.

არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად